ქუთაისში ბუნებრივი აირით დატვირთული ავტოცისტერნა აფეთქებას გადაურჩა

© Photo: Emergency Management Service / FBქუთაისში ბუნებრივი აირით დატვირთული ავტოცისტერნა აფეთქებას გადაურჩა
ქუთაისში ბუნებრივი აირით დატვირთული ავტოცისტერნა აფეთქებას გადაურჩა - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2021
გამოწერა
მეხანძრე-მაშველების ძალისხმევის შედეგად პრობლემა აღმოფხვრილია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თბილისი, 16 მაისი – Sputnik. ქუთაისში, მეხანძრე-მაშველებმა ბუნებრივი აირით დატვირთული მანქანის აალების საფრთხე დროულად აღკვეთეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

უწყების ცნობით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში, სიმონ გუგუნავას ქუჩაზე, სატვირთო ავტომობილზე განთავსებული ცისტერნიდან ჟონავდა დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირი და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება.

შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში მისამართზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

„მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, მოქალაქეებს დაატოვებინეს მიმდებარე ტერიტორია. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციამ ტერიტორია უსაფრთხოების ლენტით შემოსაზღვრა და შესაბამისმა ძალებმა დაიწყეს მუშაობა“, -აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ცისტერნიდან ბუნებრივი აირის გამოდინება დროულად იქნა შეჩერებული და აალების საფრთხე აღკვეთილი. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

ამ დროისთვის პრობლემა უკვე სრულად არის აღმოფხვრილი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ყველა ახალი ამბავი
0