„კომენდანტის საათის“ დროს ელექტრო სკუტერით მოძრავი მამაკაცი  დაშავდა

© photo: Sputnikსკუტერი
სკუტერი - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2021
გამოწერა
დაშავებული შუახნის მამაკაცი ირანის მოქალაქეა, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

თბილისი, 16 მაისი – Sputnik. თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან ელექტრო სკუტერით მოძრავი მამაკაცი მძიმედ დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

შემთხვევა წუხელ  ე.წ. კომენდანტის საათის დროს მოხდა. უგონო მდგომარეობაში მყოფი შუა ხნის მამაკაცი Wolt-ის კურიერმა შენიშნა და პოლიციას შეატყობინა.

დაშავებული პირი ირანის მოქალაქეა, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

რა გახდა ინციდენტის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.

ყველა ახალი ამბავი
0