კახეთში ერთბაშად ორი ავარია მოხდა: არიან დაღუპულები და დაშავებულები

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2021
გამოწერა
ახმეტაში მომხდარ ავარიას ევნებლად გადაურჩა ექვსი წლის ბავშვი, რომელმაც მძღოლთან ერთად არხში გადავარდნილი ავტომობილიდან გამოსვლა მოახერხა.

თბილისი, 15 მაისი – Sputnik. კახეთის რეგიონში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დღეს ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა, იუწყება „პირველი არხი“.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ალაზნის სარწყავი არხის ტერიტორიაზე მოხდა.

ტელეკომპანიის მონაცემებით, TOYOTA-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე ალაზნის არხში გადავარდა. მათივე ინფორმაციით, ერთმა მგზავრმა სარწყავი არხიდან ამოსვლა ვერ შეძლო და დაიხრჩო, მძღოლმა კი და მანქანაში მყოფმა ექვსი წლის ბავშვმა წყლიდან ამოსვლა უვნებლად მოახერხეს.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
შემაშფოთებელი სტატისტიკა: 2021 წლის პირველ კვარტალში ავტოავარიას 94 ადამიანი ემსხვერპლა

მეორე ავარია თბილისი-საგარეჯოს დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მოხდა. OPEL-ის მარკის ავტომობილის და კერძო პირის მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე დაშავდა. დაშავებულები სხეულის მრავლობითი დაზიანებებით საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფაქტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა.

„საქსტატის“ ბოლო მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 94 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1,6 ათასი დაშავდა. აღნიშნულ პერიოდში თბილისის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის შემდეგ კახეთი ავარიების რაოდენობით მესამე ადგილს იკავებს.

ყველა ახალი ამბავი
0