სამგორში ძლიერი ხანძარია

© Sputnik / Alex Shlamovსამგორში ძლიერი ხანძარია
სამგორში ძლიერი ხანძარია - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
გამოწერა
ცეცხლი ყოფილი 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ პლასტმასის საამქროს გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში ძლიერი ხანძარია.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ყოფილი 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე პლასტმასის საამქროს გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის ცეცხლის ლოკალიზებას ექვსი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობს. მიმდინარეობს დამატებითი ძალების მობილიზაცია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ყველა ახალი ამბავი
0