ვანდალიზმის ფაქტები სხვადასხვა რეგიონში – დაზიანებულია ავტომატური სადგურები

© Sputnik / Alexander Imedashviliარაგვი
არაგვი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
გამოწერა
სადგურები დაუსახლებელ ადგილებში და მდინარეების მიმდებარედაა განლაგებული, შესაბამისად, კომუნიკაციების არარსებობის გამო, მათი სრულყოფილი დაცვა რთულდება.

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განლაგებულ კლიმატის შემსწავლელ ავტომატურ სადგურებზე მოსახლეობის მხრიდან გახშირებული ვანდალიზმის ფაქტები ფიქსირდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ავტომატური მოწყობილებების საშუალებით გარემოს ეროვნულ სააგენტოს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება მონაცემები სხვადასხვა მდინარის წყლის დონის მატებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მოსული ატმოსფერული ნალექის რაოდენობის შესახებ.

მდინარე წავკისისწყალი - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
საქართველოში მიწისქვეშა მტკნარი წყლების მონიტორინგის ქსელი გაფართოვდა

სადგურებიდან მიღებული ინფორმაციით ასევე ხდება მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ძირითადი მახასიათებლების დადგენა, რომლის საბოლოო მიზანს გრძელვადიან პერსპექტივაში ადგილობრივი მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა წარმოადგენს.

„სადგურების დაზიანების ფაქტები ძირითადად კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონებში ფიქსირდება. აღნიშნული სადგურების ფუნქციონირება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვას ემსახურება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სადგურები ძირითადად დაუსახლებელ ადგილებში, მდინარეების მიმდებარედ არის განლაგებული.

სააგენტოს ცნობით, სადგურების დაზიანებით გამოწვეული ზარალი ათობით ათას ლარს აღემატება. თითოეულ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის არაერთი საქმე.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ვანდალიზმის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ყველა ახალი ამბავი
0