ბათუმში პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
გამოწერა
სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა განახორციელეს. ოპერაციის შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“.

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. ბათუმში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და შესყიდვის ფაქტის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა განახორციელეს.

ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
პოლიციამ ფონიჭალაში სამი ნარკორეალიზატორი დააკავა

პოლიციამ საკონტროლო შესყიდვების დროს გაყიდული „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 115 აბი და ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად „სუბოქსინის“ 29 აბი ამოიღეს.

აღნიშნული ორი პირის მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებისა ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0