ხანძარი ერისთავის ქუჩაზე ლიკვიდირებულია

© Sputnik / Alexander Imedashviliხანძარი ერისთავის ქუჩაზე ლიკვიდირებულია
ხანძარი ერისთავის ქუჩაზე ლიკვიდირებულია - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
გამოწერა
ძლიერი ქარის გამო ხანძრის დიდ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არსებობდა, თუმცა მეხანძრეებმა მისი ლოკალიზება და შემდეგ ჩაქრობა მოახერხეს.

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. ხანძარი საწყობებში დიდუბის რაიონში, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე ლიკვიდირებულია, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

სამსახურის ინფორაციით, უსაფრთხოების მიზნით ტანსაცმლის საწყობების მიმდებარე ტერიტორიებიდან 150 ადამიანი გაიყვანეს. ადგილზე მეხანძრეთა 12 ბრიგადა მუშაობდა.

„არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

სპეციალისტები ზარალს ითვლიან.

ხანძრის ლოკალიზებას ძლიერი ქარი უშლიდა ხელს, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა თბილისელებს პრობლემებს უქმნის.

ყველა ახალი ამბავი
0