წაქცეული ხეები და ჩამონგრეული მშენებარე კორპუსი – თბილისში ქარმა პრობლემები შექმნა

© Sputnik / STRINGERწაქცეული ხე
წაქცეული ხე - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
გამოწერა
ძლიერი ქარი დედაქალაქში კვირას, დღის მეორე ნახევარში ამოვარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რამდენიმე შეტყობინება შევიდა.

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. დიდ დიღომში ძლიერმა ქარმა მშენებარე კორპუსის კედელი ჩამოანგრია, ინფორმაცია და შესაბამისი ფოტოები გამოქვეყნდა Facebook-ჯგუფში „დიდი დიღომი“.

პოსტის ავტორის თქმით, ფოტოები დავარის ქუჩაზეა გადაღებული.

უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით პოლიციამ ტერიტორია გუშინ, ღამით გადაკეტა – მშენებარე ობიექტიდან აგურები და სხადასხვა საგნები ცვიოდა. 

ძლიერმა ქარმა, რომელიც თბილისში კვირას, დღის მეორე ნახევარში ამოვარდა, თემქაზე ხე მოგლიჯა, რომელმაც რამდენიმე ავტომობილი მოიყოლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონაცემებით, შემთხვევის შედეგად ოთხი ავტომობილი დაზიანდა, თუმცა ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლის სახურავი დააზიანა.

ამას გარდა გუშინ ძლიერი ქარის გამო ვაკეში, კავსაძის ქუჩაზე წაქცეულმა ხემ რამდენიმე ავტომობილი დააზიანა.

ყველა ახალი ამბავი
0