დასავლეთ საქართველოში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა

© Sputnik / Olga Kiknavelidzeრკინიგზა
რკინიგზა - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2021
გამოწერა
ინციდენტის შედეგად არავინ არ დაშავებულა. მგზავრების გადასაყვანად მარელისში დამატებითი მატარებელი გაიგზავნა.

თბილისი, 2 მაისი – Sputnik. ზუგდიდიდან-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის მეოთხე ვაგონი ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან ლიანდაგიდან გადავიდა, იუწყება „საქართველოს რკინიგზა“.

მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
ზესტაფონში არასრულწლოვანს სამგზავრო მატარებელი დაეჯახა

კომპანიის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ არ დაშავებულა. მარელისში დამატებითი მატარებელი გაიგზავნა.

„ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან ზუგდიდიდან-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის მეოთხე ვაგონი ჯერჯერობით დაუზუსტებელი მიზეზების გამო, ლიანდაგს აცდა ორი გორგოწყვილით. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი საზრუნავი მგზავრების უსაფრთხოება და მათი სხვა მატარებელში გადაყვანაა“, - ნათქვამია განცხადებაში.

„საქართველოს რკინიგზა“ შექმნილი დისკომფორტისა და დაგვიანებისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის.

ვაგონის ლიანდაგიდან გადასვლის მიზეზები დგინდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0