პოლიციამ ფონიჭალაში სამი ნარკორეალიზატორი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
გამოწერა
ბრალდებულებს ნარკორეალიზაციის სქემაში ჩართული ჰყავდათ არასრულწლოვანი. დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადოდ პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში პოლიციამ ორგანიზებული დაჯგუფების სამი წევრი დააკავა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სპეცოპერაცია ქვემო ფონიჭალაში: ნარკოდანაშაულისათვის დაკავებულია ოჯახის 3 წევრი - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
სპეცოპერაცია ქვემო ფონიჭალაში: ნარკოდანაშაულისათვის დაკავებულია ოჯახის სამი წევრი

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს დანაშაულებრივი სქემის მიხედვით როლები ჰქონდათ გადანაწილებული და ნარკოტიკული საშუალებების რეალიზებას წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით ახდენდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.

უწყების ცნობით, ბრალდებულებიდან ერთი-ერთი პირი ნარკოტიკული საშუალების მყიდველებთან კომუნიკაციას ამყარებდა, ოჯახის დანარჩენი ორი წევრი კი ნარკოტიკის მიწოდებას უზრუნველყოფდა.

აღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში ბრალდებულებს ჩართული ჰყავდათ მცირეწლოვანი ბავშვი, რის გამოც, არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის მიზნით, საქმეში სოციალური სამსახური და ყველა შესაბამისი უწყება ჩაერთო.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული ფაქტების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 8–დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0