თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მამაზე ძალადობის ბრალდებით ქალი დააკავა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა კონფლიქტის მიზეზი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.