სტიქია ლენტეხში – ადიდებულმა მდინარემ გზაზე პრობლემები შექმნა

© photo: Roads Department of Georgia / FBხიდის მშენებლობა
ხიდის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
გამოწერა
მოვარდნილი წყლის შედეგად ხიდზე გადაადგილება დროებით შეუძლებელია. პრობლემის მოსაგვარებლად ადგილზე შესაბამისი ტექნიკა მუშაობს.

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. ლენტეხის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად ჩოლური–ლაშხეთის საზღვარზე მდინარე ხეშკურა ადიდდა. მოვარდნილმა წყლის ნაკადმა ჭველფი–ლუჯის დამაკავშირებელი ხიდის ორივე ბურჯთან მისასვლელი გზა წაიღო, იუწყება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია.

გზის დაზიანების შედეგად ხიდზე გადაადგილება შეუძლებელია. პრობლების მოსაგვარებლად ხიდთან მობილიზებულია საჭირო ტექნიკა.

ადგილზე ამ დროისათვის მდინარის კალაპოტის გაწმენდა და გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი, რაჭა-ლეჩხუმი–ქვემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილეები.

ყველა ახალი ამბავი
0