სასამართლომ დავით კოდუას პატიმრობა შეუფარდა

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
გამოწერა
პროკურატურამ ოჯახის წევრების მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბიზნესმენ დავით კოდუას ბრალი 13 აპრილს წარუდგინა.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ დავით კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.

პოლიციამ საქართველოს შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ერეკლე კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა 12 აპრილს დააკავა მისი მეუღლის შეტყობინების საფუძველზე. 

პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
ბიზნესმენ დავით კოდუას ბრალი წარედგინა - მას 3 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება

სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების ნაცვლად გირაოს შეფარდებას, ბრალდების მხარე კი დაკავებულის პატიმრობას ითხოვდა. მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა.

როგორც ბრალდებულმა დავით კოდუამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ოჯახურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, კონფლიქტი მისმა მეუღლემ დაიწყო, თავად კი კონფლიქტისგან თავის არიდებას ცდილობდა.

„არ მინდოდა კონფლიქტი და გამოვედი. ოთხი შვილის მამა, შვილიშვილის ბაბუა ვარ, ემოციებით დატვირთული ქალი იყო და ეჭვიანობის ნიადაგზე გაუგებრობა მოხდა“, – განაცხადა კოდუამ.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0