22:33 19 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
61 0 0

გასული წლის ნოემბრის ბოლოს, კორონავირუსის მეორე ტალღის დროს რესტორნების მუშაობა აკრძალული იყო. თებერვლის შემდეგ შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ბარი „ოთახი“ უკანონო ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმეს და დალუქეს, ნათქვამია შრომის ინსპექციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მასშტაბით ეპიდვითარების გაუარესება შეინიშნება, რასთან დაკავშირებითაც მონიტორინგის ჯგუფები ობიექტების აქტიურ შემოწმებას ახორციელებენ და მკაცრად ადევნებენ თვალს, თუ როგორც იცავენ მთავრობის #322 დადგენილებას „იზოლაციის და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“.

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, 1 აპრილს დაჯარიმდა კომპანია „მარგი“, რომელიც ერთსა და იმავე მისამართზე ფუნქციონირებდა. ამის შემდეგ იურიდიულმა პირმა შეიცვალა დასახელება და საქმიანობა „ოცნება-2“-ის სახელით გააგრძელა. ისინი 7 აპრილს დაჯარიმდნენ.

შედეგად, 30 ათასი ლარით დაჯარიმდა ერთ მისამართზე რეგისტრირებული და სამართალდარღვევის სქემის მიხედვით მოქმედი სამი იურიდიული პირი. შრომის მთავარი ინსპექტორის ბრძანების მიხედვით, ობიექტზე მესამე პირთა შესვლა შეიზღუდა.

იურიდიული პირი შპს „ოცნება-2“-ის მიმართ მთავრობის დადგენილების არაერთგზის დარღვევის გამო შესაბამისი ზომები გატარდება, საქმის მასალები შსს-ს გადაეცა.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. რესტორნები და კაფეები უქმე დღეებში მხოლოდ გატანის სერვისით მუშაობენ, ხოლო სამუშაო დღეებში „კომენდანტის საათის“ დადგომამდე, 21:00 საათამდე.

გარდა ამისა, დაწესებულებების მეპატრონეები ვალდებული არიან თვალი ადევნონ, რომ ერთ მაგიდასთან არ იჯდეს ექვსზე მეტი ადამიანი, დაიცვან სანიტარული ნორმები და ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების ტესტირება ჩაატარონ.

გასული წლის ნოემბრის ბოლოს, კორონავირუსის მეორე ტალღის დროს რესტორნების მუშაობა მთლიანად აკრძალული იყო. თებერვლის შემდეგ შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება, მაგრამ დღეს არსებული წესებით რესტორატორები უკმაყოფილონი არიან.

მთავარი თემები