ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დეიდის მკვლელობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2021
გამოწერა
თვითმხილველები საუბრობენ ოჯახურ კონფლიქტზე, რომელიც  ქონების გაყოფის გამო იყო ქალსა და მის დისშვილს შორის

თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. ბათუმში 52 წლის ქალი, სავარაუდოდ, მისმა 23 წლის დისშვილმა დაჭრა, იუწყება ტელეარხი Imedi.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2021
კრიმინალი საქართველოში 2021 წელს - შსს-ს ახალი მონაცემები

ინციდენტი გორგილაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მოხდა. თვითმხილველები საუბრობენ ოჯახურ კონფლიქტზე, რომელიც  ქონების გაყოფის გამო წარმოიშვა, და მომხდარში ქალის დისშვილს ადანაშაულებენ.

დაზარალებულს ზურგზე დანით მიყენებული ჭრილობა და დაზიანებული ფილტვი აქვს. ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა მძიმეა.

ექიმის თქმით, საავადმყოფოში შეყვანისას ქალმა დაადასტურა, რომ ოჯახში კონფლიქტი მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის მამაკაცი, რომელსაც პოლიცია ეძებს, წარსულში ნასამართლევია.

ყველა ახალი ამბავი
0