11 წლის გერის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის მამინაცვალი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
გამოწერა
მამაკაცის მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციამ საგამოძიებო ღონისძიებები დაიწყო

თბილისი, 12 მარტი - Sputnik. პოლიციამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 30 წლის მამაკაცი არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის11 წლის შვილის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებას სისტემატიურად ახორციელებდა.

გამოძიება სსკ–ის 11 პრიმა 138-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0