სპეცოპერაცია ფონიჭალაში – დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnikსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
გამოწერა
ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ დაკავებულს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია.

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ფონიჭალაში სპეცოპერაციისას ნარკოდანაშაულისთვის 42 წლის მამაკაცი დააკავეს. იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

სპეცოპერაცია ნარკომოვაჭრეების დასაკავებლად თბილისში - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
სპეცოპერაცია ნარკომოვაჭრის დასაკავებლად თბილისში – ვიდეო

პოლიციამ ბრალდებული საკუთარ სახლში დააკავა. სამართალდამცველებმა დაკავებული მამაკაცის საცხოვრებელი სახლი და ავტოფარეხი უკვე გაჩხრიკეს.

ჟურნალისტებთან საუბრისას დაკავებულის დედამ განაცხადა, რომ მის შვილს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია და ის პოლიციამ დაკავების დროს ჩაუდო.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მიმდებარე ტერიტორია კი ყვითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ყველა ახალი ამბავი
0