პოლიციამ გორში „ნაცმოძრაობის“ ოფისზე თავდასხმაში მეოთხე ეჭვმიტანილი დააკავა

© photo: Sputnik / გორის პოლიცია
გორის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობის“ შტაბს გორში სამშაბათ საღამოს დაესხნენ თავს. დანაშაული სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

თბილისი, 3 მარტი – Sputnik. პოლიციამ გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი – მეოთხე პირი დააკავა.

პოლიცია გორში - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
გორში „ნაცმოძრაობის“ ოფისში მინები ჩაამსხვრიეს - ორი პირი დაკავებულია

როგორც საქართველოს შსს იუწყება, ეს 27 წლის მამაკაცია, რომელსაც ბრალად ედება სხვისი ნივთის დაზიანება. დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელი სამ წლამდე პატიმრობაა.

გამოძიების დროს გაირკვა, რომ ბრალდებულმა სამ თანამზრახველთან ერთად „ნაცმოძრაობის“ ოფისის მინები ჩაამსხვრია.

მანამდე პოლიციამ ამავე საქმეზე სამი ეჭვმიტანილი დააკავა. სამივე ახალგაზრდაა – 25–27 წლის.

აქედან ორი ცხელ კვალზე სამაშაბათს საღამოსვე დააკავეს, ხოლო მესამე – მომდევნო დღეს.

სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით.

ყველა ახალი ამბავი
0