თბილისში კაცი ცოლს 4-5 საათის განმავლობაში სცემდა, შემდეგ კი ცივი შხაპის ქვეშ ამყოფა

© photo: Sputnik / Stringerოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
გამოწერა
პროკურატურამ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით 2020 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 208 პირის მიმართ დაიწყო.

თბილისი, 2 მარტი - Sputnik. საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით კაცს, რომელმაც ცოლი აწამა, შემდეგ კი მას და მისი ოჯახის წევრებს – მშობლებსა და ძმას, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, პატიმრობა შეეფარდა.

ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2021
კანონის გამკაცრებას შესაბამისი შედეგი არ აქვს – ოჯახური ძალადობის შემთხვევები არ მცირდება

უწყების ცნობით, მამაკაცს ბრალდება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი წამების, ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე წარედგინა.

გამოძიების მიხედვით, ქმარმა მიიჩნია, რომ ცოლს არ ჰქონდა მამრობითი სქესის მეგობრების ყოლის, მათთან მიმოწერისა და საკუთარი თანხების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება, რის გამოც ის აწამა.

„ის 2021 წლის 24 თებერვალს დაზარალებულს 4-5 საათის განმავლობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, რა დროსაც იატაკზე დააგდო და ხელებით და ფეხებით ურტყამდა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში. შემდეგ კი ძალის გამოყენებით სააბაზანოში შეიყვანა და ცივი შხაპის ქვეშ ამყოფებდა“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულის ქმედებები მიზნად ისახავდა ცოლი იძულებული გამხდარიყო, ეღიარებინა ღალატი და დაესახელებინა პირი, ვისაც თანხა ასესხა.

აქცია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2020
სექსუალური ძალადობა ქალთა მიმართ: საქართველოში უნიკალური კვლევა ჩატარდა

გარდა ამისა, მომხდარიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს ბრალდებული ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, მეუღლის მშობლებსა და ძმას, ასევე ფიზიკურად იძალადა  მეუღლის მამაზე და ძმაზე.

მამაკაცს ბრალი საქართველოს სსკ-ის ხუთი მუხლით აქვს წარდგენილი - პასუხისმგბლობა ოჯახური დანაშაულისთვის-წამება, პასუხისმგბლობა ოჯახური დანაშაულისთვის-მუქარა,  მუქარა, ოჯახში ძალადობა და ძალადობა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

ყველა ახალი ამბავი
0