გარდაბანში უბედურ შემთხვევას 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა, დაშავებულია მისი ძმაც

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
გამოწერა
მეორე არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. გარდაბანში ძლიერი აფეთქების შედეგად 15 წლის მოზარდი დაიღუპა, მეორე არასრულწლოვანი კი დაშავდა, იუწყება „პირველი არხი“.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2020
აფეთქება გორში: დაშავებულთა შორის ერთი მოზარდია

თვითმხილველების განცხადებით, 11 და 15 წლის მოზარდები სკოლიდან სახლში მოკლე გზით ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მინდორში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 11 წლის ბიჭის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვნები ძმები არიან.

ამ დროისათვის უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლით მიმდინარეობს („აფეთქება“).

ყველა ახალი ამბავი
0