12 წლის მოსწავლე მასწავლებელს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მასწავლებელს ხუთიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით შიდა ქართლის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 60 წლამდე ასაკის მასწავლებელი დააკავეს, იუწყება ქართული მასმედია.

პოლიციამ სპორტის მასწავლებელი რამდენიმე დღის წინ დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, 12 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გასული წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც მომხდარის შესახებ არასრუწლოვანმა მშობლებს აცნობა. მაშინ ბრალდებული მამაკაცი აცხადებდა, რომ დანაშაული არ მომხდარა და ყოველივე მოსწავლის ფანტაზია იყო.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით ხუთიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0