სისხლის კვალი თბილისში – რა მოხდა ყაზბეგის გამზირზე?

© Sputnik / Alex Shlamovპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
გამოწერა
გამომძიებლებმა ახლა უნდა გამოარკვიონ, რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი ყაზბეგის გამზირზე.

თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. ქართველი ექსპერტ–კრიმინალისტები თბილისში, ყაზბეგის გამზირზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ – იქ სისხლის კვალი აღმოჩნდა, იუწყება „რუსთავი 2“.

წინასწარი ინფორმაციით, ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, თუმცა სხვა დეტალებზე ჯერ უწყებაში არაფერს ამბობენ.

გამოძიება მიმდინარეობს ჯანმრთელობისთვის განზრახ მსუბუქი დაზიანის მიყენების მუხლით.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით ექვს თვემდე ვადით, ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით.

ყველა ახალი ამბავი
0