ბათუმში უსახლკარო მამაკაცი დაჭრეს

© photo: Sputnik / Stringerბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2021
გამოწერა
დაჭრილი მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია

თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე  უსახლკარო მამაკაცი დაჭრეს, იუწყება პირველო არხი.

შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.

პოლიციის ლენტი  - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2021
ქუთაისში 73 წლის მამაკაცი დააყაჩაღეს

არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი თავს ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ავტოფარეხს აფარებდა. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულს მსუბუქი ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0