პოლიციამ ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
გამოწერა
ბრალდებული ჩართული იყო ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში, ის დაფასოებულ ნარკოტიკს რეალიზაციის მიზნით ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდა.

თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ნარკოტიკი მარილის ტომრებში: პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო>>

გამოძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული პირი ჩართული იყო ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში.

  • „ბრალდებული ინტერნეტ-აპლიკაციებისა და სოციალური ქსელის მეშვეობით ნარკოტიკული საშუალებების შემდგომში რეალიზაციის მიზნით ბათუმში, სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა ნარკოტიკს და აღნიშნული ლოკაციების ვიდეოგადაღებას ახდენდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბათუმში ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს შვიდ შეკვრად დაფასოებული და სარეალიზაციოდ გამზადებული „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება, ასევე მცირე ზომის სასწორი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს რვიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობას.

ყველა ახალი ამბავი
0