მაქინაციური ტენდერები: უსაფრთხოების სამსახურმა შვიდი პირი პასუხისგებაში მისცა

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
გამოწერა
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემების გამანაწილებელი არხების მოწყობა ევალებოდათ.

თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისთვის 7 პირი, „საქართველოს მელიორაციისა“ და კერძო კომპანიების თანამშრომლები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) განცხადებაში.

უწყების ცნობით, საუბარია 2018 წლის 13 სექტემბერს და 11 ოქტომბერს გამოცხადებულ ტენდერებზე, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის ტერიტორიაზე ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემების გამანაწილებელი არხების მოწყობას ეხებოდა. სამუშაოების საერთო ღირებულება 3,9 მლნ ლარს შეადგენდა. 

დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2020
ქართული კომპანიების ხელმძღვანელები ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით დააკავეს

სამუშაოს წარმოების ორივე მიმართულებაზე ზედამხედველობას შპს „საქართველოს მელიორაციის“ ზედამხედველობისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საველე ინჟინერ-ზედამხედველები ახორციელებდნენ. 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ტენდერებში გამარჯვებულმა შპს „კაპიტელმა“ და შპს „კალასმა“ დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით სამუშაოები დადგენილი პროექტის შესაბამისად არ აწარმოეს, რის შედეგადაც „კაპიტელის“ წარმომადგენლები 148 072 ლარს, ხოლო „კალასის“ წარმომადგენლები – 106 237 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ.

უწყების ცნობით, ზედამხედველმა პირებმა იცოდნენ, რომ სამუშაოები არასრულყოფილად ტარდებოდა და სათანადო ზომები არ გაატარეს. მათ ხელმოწერით დაადასტურეს შესრულებული სამუშაოების გაყალბებული აქტები და სამუშაოთა შესრულების უწყებები. აღნიშნული ქმედებით ისინი აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლებს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ დიდი ოდენობის თანხების თაღლითურად დაუფლებაში დაეხმარნენ.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0