ეჭვიანმა ცოლმა ინტიმურ ფოტოებზე თავი ვერ იცნო და ქმარი დანით დაჭრა

© photo: Sputnik / Stringerქალი ხელბორკილებით
ქალი ხელბორკილებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა ძველ ფოტოებზე თავი იმის გამო ვერ იცნო, რომ წარსულში ის სხვაგვარად გამოიყურებოდა.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ქალი, რომელმაც საკუთარი თავი ვერ იცნო ქმრის ტელეფონში ნაპოვნ ინტიმურ ფოტოებზე, მეუღლეს დანით დაესხა თავს და დაჭრა, იუწყება მექსიკური გამოცემა Prensa.

გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ვერ მოასწრო აეხსნა ცოლისთვის, რომ ფოტოებზე თავად ის იყო აღბეჭდილი.

დაკავება - Sputnik საქართველო
ბოლნისში 71 წლის მამაკაცი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლეს

ირკვევა, რომ სურათები ჯერ კიდევ დაქორწინებამდე იყო გადაღებული და ისინი თვითონ ქალს ჰქონდა გაგზავნილი ელექტრონული ფოსტით კაცისთვის. წლების შემდეგ ქმარმა შემთხვევით აღმოაჩინა ისინი და ტელეფონში გადაიწერა.

გამოცემა წერს, რომ ქალმა საკუთარი თავი იმის გამო ვერ იცნო, რომ ქორწინებამდე ის ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა: მაკიაჟსაც ატარებდა და „რამდენიმე კილოგრამით ნაკლებსაც იწონიდა“.

ამასთან ირკვევა, რომ საბოლოოდ ქმარმა, რომელსაც რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიღებული, მაინც მოასწრო ცოლის განიარაღება და ყველაფრის ახსნა, მაგრამ მეზობლებს უკვე გამოეძახებინათ სასწრაფო დახმარება და პოლიცია.

ეჭვიანი ცოლი დააკავეს და ოჯახურ ძალადობაში წაუყენეს ბრალი.

 

ყველა ახალი ამბავი
0