ირაკლი ფანგანი: „თუ საჭირო იქნება, კიდევ გავაკეთებ ანალოგიურს“

© photo: Sputnikნაგვის ურნა
ნაგვის ურნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პროკურატურამ საზოგადოებრივი მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტ ბათუმში მომხდარი დევნის ფაქტზე ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა.

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საზოგადოებრივი მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტი ირაკლი ფანფანი, რომელმაც  ბათუმში გამართულ აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა, მიიჩნევს რომ მისი ქმედება გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება, იუწყება პირველი არხი.

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
არ შეიძლება ძალადობის წახალისება: სახალხო დამცველი ბათუმში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება

პოლიციამ ფანგანი კვირას დააკავა. მან ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე 16-სართულიანი შენობის მშენებლობის წინააღმდეგ 23 იანვარს გამართულ აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა.

აქციაზე დეპუტატის გამოჩენამ აქტივისტების გაღიზიანება გამოიწვია, რადგანაც ჩავლეიშვილი ერთადერთი ოპოზიციონერია, რომელმაც სადეპუტატო მანდატზე უარი არ განაცხადა.

„დიდ ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას იმისთვის, რომ ასეთი რამ მოხდა, მაგრამ როცა ჩავლეიშვილი გადის-გამოდის, ჩემს მეგობრებს, თანამებრძოლებს შეურაცხყოფას აყენებს, მეც ავიღე ნაგვის ურნა და დავახურე თავზე. თუ საჭირო იქნება, კიდევ გავაკეთებ ანალოგიურს. ამ ეტაპზე გამომიშვეს, ხვალ იქნება ჩემი სასამართლო. ჯერ არაფერი არ არის დამთავრებული, ხვალ გავიგებთ დანარჩენს“, - აღნიშნა ირაკლი ფანგანმა.
ნაგვის ურნები ბათუმში - Sputnik საქართველო
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარეს - რა გამოხმაურება მოჰყვა ინციდენტს

საქართველოს პროკურატურამ საზოგადოებრივი მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტ ბათუმში მომხდარ ფაქტზე ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა.

ირაკლი ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ გათავისუფლდა. უწყების განმარტებით, პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს. ფანგანისთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო ხვალ გამოიტანს.

დღესვე ბათუმში საზოგადოებრივი მოძრაობა „ალტერნატივის“ აქტივისტის გათავისუფლების მოთხოვნით  საპროტესტო აქცია  აჭარის პოლიციის სამმართველოსთან გაიმართა.

აქციის მონაწილეები, რომელთა შორისაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, აცხადებენ, რომ ხელისუფლება ფანგანთან მიმართებით შერჩევით სამართალს იყენებს.

ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა მომხდარ ფაქტს ამაზრზენი უწოდა. მომხდარს გაემიჯნენ ბათუმის აქციის ორგანიზატორები. სახალხო დამცველმა აღნიშნული ფაქტი დაგმო და ძალადობად შეაფასა.

ყველა ახალი ამბავი
0