ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი პროკურატურის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

© Prosecutor's Office of Georgiaსაქართველოს მთავარი პროკურატურა
საქართველოს მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიხეილ რამიშვილის თქმით, თუ საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სარჩელს რეაგირების გარეშე დატოვებს, ადვოკატი საქმეში საერთაშორისო ექსპერტებს ჩართავს.

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აპირებს გაასაჩივროს საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილება 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიების შეწყვეტის შესახებ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ 2020 წლის 22 ივლისს საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიებამ საბოლოოდ დაასკვნა, რომ გოგონამ თავი მოიკლა, თუმცა ოჯახს ამის არ სჯერა. მიხეილ რამიშვილი ამასთან ერთად ბაჩალიაშვილის მშობლებისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის შეჩერებას გაასაჩივრებს.

რამიშვილის თქმით, თუ საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საჩივარს რეაგირების გარეშე დატოვებს, ადვოკატი სხვა ზომებს მიმართავს.

„თუ შოთაძე ვერ შეძლებს ამ საჩივრის დაკმაყოფილებას, არ გააუქმებს დადგენილებას და (საქმე) არ დაუბრუნდება საგამოძიებო ორგანოებს, ჩვენ დამოუკიდებლად გავაგრძელებთ გამოძიებას და საერთაშორისო ინსტიტუტებს ჩავრთავთ“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
სასიყვარულო წერილი - Sputnik საქართველო
„კმაყოფილი ხარ?“ – პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის სასიყვარულო წერილებს ასაჯაროებს

გამოძიებამ დაადგინა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავის მოკვლა 2012 წელსაც სცადა. მაშინ მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

აშშ-ის შესაბამისი სააგენტოების დახმარებით საერთაშორისო-სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში გამოძიებამ მოიპოვა ინფორმაცია „ფეისბუქისა“ და „ინსტრაგრამის“ სოციალურ ქსელებში თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ანგარიშებიდან. მიღებულმა მონაცემებმა დაადასტურა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის პირად გვერდებზე წვდომა გოგონას გარდა არავის ჰქონია. ხოლო გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ახალგაზრდა პროგრამისტი „ფეისბუქში“ ეძებდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მოსდის პირად გვერდს მისი მფლობელის გარდაცვალების შემდეგ.

ცნობილია ასევე, რომ 2020 წლის თებერვალში თამარ ბაჩალიაშვილი ფსიქოლოგთან კონსულტაციებზე დადიოდა. ასევე გოგონა Google-ის საძიებო სისტემაში ეძებდა პრეპარატებს, რომლებიც დოზის გადამეტების შემთხვევაში გულის გაჩერებას იწვევს. გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე მან ინტერნეტში მოიძია ინფორმაცია თვითმკვლელობის მეთოდების შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0