ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა მოქალაქისგან მოთხოვნილი თანხის ნაწილი აიღო, რა დროსაც ის დააკავეს.

თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე ერგეტას (ცვანეს) ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი.

დაკავება - Sputnik საქართველო
ქრთამის აღების ბრალდებით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პროკურორი დააკავეს

გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი მოქალაქეს 65 ათასი აშშ დოლარის სანაცვლოდ ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში მდებარე სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 5 ათასი კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას დაჰპირდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი იმ დროს დააკავეს, როდესაც მან მოქალაქისგან მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 15 ათასი ამერიკული დოლარი აიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0