პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა

© photo: Sputnikსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
არასრულწლოვანს 13 შეკვრად დაფასოებული ე.წ. „სირეცი“ გადაჰქონდა. პოლიციამ ის ფონიჭალის დასახლებაში დააკავა.

თბილისი, 13 იანვარი - Sputnik. საპატრულო პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ფონიჭალაში არასრულწლოვანი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

სპეცოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო
სპეცოპერაცია ფონიჭალაში - პოლიციამ ცხრა ნარკორეალიზატორი დააკავა

უწყების ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულია 2004 წელს დაბადებული პირი.

„საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა არასრულწლოვანი ფონიჭალის დასახლებაში იმ დროს შეაჩერა, როდესაც მას 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „სირეცი“ გადაჰქონდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0