ხელვაჩაურში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი პირი დააკავა

გამოწერა
აქციის მონაწილეების თქმით, დაკავებული რევაზ შარაბიძის გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს კვლავ გამართავენ.

თბილისი, 12 იანვარი - Sputnik. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ  სამი პირი დააკავა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

აქცია იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული 54 წლის  რევაზ შარაბიძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გამართეს.

აქციის მონაწილეებმა ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მათ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობა ედებათ ბრალად.

რევაზ შარაბიძის საქმის გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

თავის მხრივ, შარაბიძის ნათესავები მის უდანაშაულობაში დარწმუნებული არიან და ამტკიცებენ, რომ მას იარაღი პოლიციამ „ჩაუდო“.

ყველა ახალი ამბავი
0