საქართელოში ნაძვის ხის უკანონო მოპოვების პირველი ფაქტები გამოვლინდა

© Sputnik / Alex Shlamovნაძვის ხეების გაყიდვა სპორტის სასხლესთან
ნაძვის ხეების გაყიდვა სპორტის სასხლესთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
წიწვოვნების უკანონოდ მოპოვების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციისთვის, ასევე გარემოსათვის მიყენებული ზიანისთვის შესაძლოა პიროვნებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს

თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის 20 დეკემბრიდან 27 დეკემბრამდე სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე ნაძვისა და ფიჭვის უკანონო ჭრის 8 ფაქტი გამოვლინდა, ხოლო აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს მიერ ნაძვის ხეების უკანონო მოპოვების 1 ფაქტი დადასტურდა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

წინასაახალწლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ხე-მცენარეების მოპოვების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის ფაქტებზე კონტროლი გამკაცრდა და აქტიურად მოწმდება ისეთი ადგილები, სადაც წიწვოვანი ხე-მცენარეები იყიდება.

წიწვოვნების უკანონოდ მოპოვების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესის დარღვევა ითვალისწინებს 200-დან 2 ათას ლარამდე ჯარიმას. თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 1000 ლარს, პირის მიმართ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

ნაძვის ხე - Sputnik საქართველო
წინასაახალწლოდ საქართველოში ნაძვის ხეების უკანონო ჭრაზე კონტროლი მკაცრდება

წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში ან იმპორტირებულია.

რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა. იმ შემთხვევაში კი, თუ მცენარის დიამეტრი აღემატება 12 სანტიმეტრს, ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე, ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს ეროვნული სატყეო სააგენტო.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 153. ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია.

ყველა ახალი ამბავი
0