გლდანში სპეცოპერაცია ჩატარდა: ახალგაზრდა მამაკაცი თავის აფეთქებით იმუქრებოდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეცოპერაციის შესახებ ზუსტი დეტალები უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხელყუმბარით შეიარაღებული არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი თავის აფეთქებით იმუქრებოდა. გიორგი მერებაშვილი უკვე დააკავეს. მას კონფლიქტი ჰქონდა თავის მეუღლესთან და ის მასთან შეხვედრას მოითხოვდა. მეუღლესთან მიახლოებას მას შემაკავებელი ორდერი უშლიდა. 

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.

პოლიციასთან მოლაპარაკებებში ჩართული იყო მამაკაცის უფლებადამცველი თამარ აბესაძე.

შსს-ს ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ყველა ახალი ამბავი
0