ხმაური პარლამენტთან: აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქცია პარლამენტთან. პოლიცია მორიგეობს
საპროტესტო აქცია პარლამენტთან. პოლიცია მორიგეობს - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან შეშის მიტანა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტთან მოძრაობის „საქართველოსთვის“ წევრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, იუწყება „რუსთავი 2“.

გიორგი ვოლსკი - Sputnik საქართველო
ვოლსკი: ოპოზიცია ქვეყანაში დაუმორჩილებლობის ტალღის აგორებას ვერ შეძლებს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან მოძრაობის „საქართველოსთვის“ წევრები უკვე სამი დღეა 24-საათიან რეჟიმში საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას მოითხოვენ. ისინი ასევე ითხოვენ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს ადგილზე შეშის მიტანა სურდათ, პოლიციამ კი ამის საშუალება არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

„ჩემთვის ვიდექი, მომკიდა ხელი და გადმომაგდო, რასაც მოჰყვა ეს ყველაფერი შემდეგ. მიზეზი არის აბსურდული, ელაპარაკნენ იურისტები, კონსტიტუციონალისტები და ეუბნებიან, არ შეგატანინებთო და მორჩა. ვერც ერთი განმარტება, ვერც ერთი ლეგიტიმური მიზეზი ვერ დაასახელეს, რატომ ერევიან ჩვენს კონსტიტუციურ უფლებაში“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

არჩევნების შედეგების გამოცხადების თარიღი ცნობილია: რას მოიმოქმედებს ოპოზიცია >>

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აღწევს. ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან რიგი შეზღუდვები დააწესა. ყველაზე სერიოზული შეზღუდვები შვიდ დიდ ქალაქში მოქმედებს – არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრებისა), ფიტნეს–დარბაზები და აუზები და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება.

ყველა ახალი ამბავი
0