აჭარასა და გურიაში გაზმომარაგება ნაწილობრივ აღდგა

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღის განმავლობაში გაზმომარაგება გურიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობას სრულად აღუდგება

თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" სპეციალისტებმა გურიასა და აჭარაში მდებარე სტრატეგიულ ობიექტებს, კოვიდ-სასტუმროებსა და საავადმყოფოებს გაზმომარაგება აღუდგინეს.

გაზქურა - Sputnik საქართველო
საქართველოს ორი რეგიონი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა

ბუნებრივი აირით მომარაგება სრულად აღდგება დღის განმავლობაში, ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე.

„ქუთაისი-სოხუმის" მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ-იან განშტოებაზე ავარიის შედეგად შაბათს საქართველოს ორი რეგიონი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა. გაზის ბალონების დასატენად გაზგასამართ სადგურებთან უამრავი ხალხი მივიდა, დადგა გრძელი რიგები.

შუაღამეს გაზის მიწოდება აღუდგა სტრატეგიულ ობიექტებს, კოვიდ-სასტუმროებსა და საავადმყოფოებს. ყველასათვის გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დღეს დილით 09:00 საათიდან დაიწყო და დღის ბოლომდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0