გულშემატკივრობა არ ისჯება - კალაძე კომენდანტის საათის დროს დაჯარიმებულ ქომაგს შეხვდა

© Sputnik / Shota Nozadzeსაქართველოს ნაკრების ქომაგები. საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია
საქართველოს ნაკრების ქომაგები. საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩის დროს დაჯარიმებულ გულშემატკივარს 2 ათას ლარიან ჯარიმას გადაუხდის, მაგრამ აცხადებს, რომ კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩის დროს დაჯარიმებულ გულშემატკივარს 2 ათას ლარიან ჯარიმას გადაუხდის, იუწყება პირველი არხი.

გულშემატკივარი - Sputnik საქართველო
კალაძე დაჯარიმებულ გულშემატკივარზე: პირობას ვდებ, ამ ადამიანს პრობლემა არ შეექმნება

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობისთვის დაჯარიმებულ მოქალაქეს პირადად შეხვდა. შეხვედრა დღეს გაიმართა.

ამასთან, კალაძის თქმით, კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს.

„კანონს ყველა უნდა დავემორჩილოთ. მაგრამ ის დღე განსაკუთრებული იყო გულშემატკივრისთვის, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში... სამწუხაროდ, ის შედეგი ვერ მივიღეთ, რასაც მთელი საქართველო ამ ხნის განმავლობაში ველოდებოდით. ამ კონკრეტულ პიროვნებას რაც შეეხება, ეს ერთი ადამიანი იყო დაჯარიმებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც ფოტოდან ირკვევა, მერმა მას საჩუქრად მაისურიც გადასცა.

12 ნოემბერს საქართველომ ისტორიული მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიასთან წააგო. საქართველოს პირველად ჰქონდა ისტორიული შანსი ევროპის ჩემპიონატზე ეთამაშა, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში 0:1 წააგო. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კი ამ მარცხის შემდეგ თანამდებობა დატოვა.

ფეხბურთი. ლევან კობიაშვილი ლეგენდების ტურნირზე თბილისში - Sputnik საქართველო
ხმაური სფფ-სთან: აქციის მონაწილეები ფედერაციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ

მატჩის შემდეგ ერთ-ერთი გულშემატკივარი, რომელიც ცრემლებს ვერ მალავდა, პოლიციამ რეგულაციების დარღვევის გამო დააჯარიმა 2 ათასი ლარით, რადგან კორონავირუსთან დაკავშირებულ რეგულაციების თანახმად 22:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა იკრძალება.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის შეხვედრა 12 ნოემბერს, კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული რეგულაციების თანახმად, მაყურებლის გარეშე გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ლევან კობიაშვილთან ერთად მატჩის საყურებლად კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და სხვა პირებიც იმყოფებოდნენ.

ამ ფაქტმა საზოგადოების ნაწილში გაღიზიანება და პროტესტის გრძნობა გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან 13 ნოემბერს აქციაც კი გაიმართა, რომელიც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

ყველა ახალი ამბავი
0