15:02 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
96 0 0

პარასკევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობაში თავდამსხმელს რამდენიმე საათი მძევლად 17ადამიანი ჰყავდა აყვანილი.

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი ლევან ზურაბიშვილი მძევლებსა და მათი ოჯახის წევრებს ბოდიშს უხდის. წერილი აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა.

გუშინ თბილისში, წერეთლის გამზირზე ხელყუმბარით შეიარაღებული პირი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ს შენობაში შეიჭრა და 17 ადამიანი აიყვანა მძევლად. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შედეგად სამართალდამცველებმა მძევლები გაათავისუფლეს, თავდამსხმელი, 31 წლის ლევან ზურაბაშვილი კი დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მოგვიანებით მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ხელყუმბარა, რომელიც მას ხელში ჰქონდა, სინამდვილეში სანთებელა ყოფილა.

„ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს ვინც იმყოფებოდა შენობაში და მათ ოჯახის წევრებს, ვინც მიიღო სტრესი და ვინ თუ არა მათ იციან ძალიან კარგად, რომ მე არ მსურდა მათი დაზიანება“, - წერს ზურაბიშვილი.

ლევან ზურაბაშვილი ასევე თავისი საქციელის მიზნებზე წერს და აღნიშნავს, რომ მისი ერთადერთი მიზანია, ხელისუფლებამ  ხალხზე ზრუნვა დაიწყოს. ის აზარტული თამაშების აკრძალვასა და მკაცრი რეგულაციების დაწესებას ითხოვს, რაც, მისი თქმით, დაიცავს მოქალაქეებს საბანკო სესხებიდან და მაღალი საპროცენტო განაკვეთებისგან, ასევე ითხოვს, დაიწიოს მედიკამენტებმა ფასებმა.

„ჩემი ერთადერთი მიზანია, ხელისუფლებამ დაიწყოს ხალხზე ზრუნვა. რაც გამოიხატება აზარტული თამაშების აკრძალვასა და მკაცრ რეგულაციებში, რაც დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს საბანკო სესხებიდან და მაღალი საპროცენტო განაკვეთებისგან. ადამიანები დაიბრუნებენ ნორმალურად ცხოვრების უფლებას. ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას არ აქვს საშუალება შეიძინონ საჭირო მედიკამენტები, ვინაიდან კატასტროფულად მოიმატა ფასებმა და ამის ხარჯზე მდიდრდებიან კონკრეტული ადამიანები. მე ამ იდეის გამო ვიბრძვი და ვიბრძოლებ, სადაც არ უნდა ვიყო, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ ჩემი სატკივარი და ყველამ ერთდ უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ იზრუნოს ხალხზე. ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის", - წერს ის.

წერეთლის გამზირზე სპეცოპერაცია დასრულდა: შსს განცხადებას ავრცელებს >>

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 144-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

მთავარი თემები