ქობულეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

© Pixabay / sluehr3gმამაკაცი სანადირო თოფით
მამაკაცი სანადირო თოფით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ ახალგაზრდა მამაკაცს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. პოლიციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში მომხდარი ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ნოემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში, თავის საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა 30 წლის თანასოფლელი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 28 წლის მამაკაცს 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

ვინ არის ქობულეთში მოკლული 31 წლის მამაკაცი>>

მკვლელობის მოტივი უცნობია. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ხალაში მკვლელობა ოთხ თანასოფლელს შორის კონფლიქტს მოჰყვა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, სამართალდამცველები კონფლიქტის მონაწილე კიდევ ორს ადამიანს ეძებენ.

ყველა ახალი ამბავი
0