დაავადებული კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანას დაუბრუნდება

CC0 / Pixabay / ახლად ამოღებული კარტოფილი
ახლად ამოღებული კარტოფილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბაჟოზე ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა საკვებ პროდუქტში კარტოფილის კიბო გამოავლინეს.

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. საბაჟო–გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით საქართველოში თურქეთიდან 23 450 კილოგრამი დაავადებული კარტოფილით დატვირთული ტრანსპორტი შემოვიდა, რომელშიც მავნე ორგანიზმი – კარტოფილის კიბო აღმოჩნდა, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

„საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას კვლევისთვის აღებულ ნიმუშში კარტოფილის კიბოს (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, დაავადებული კარტოფილის უკან გაბრუნება მოხდება საქართველოს მთავრობის დადგენილების (N463) თანახმად.

საქართველომ თურქეთს ტონობით დაავადებული კარტოფილი უკან დაუბრუნა>>

კარტოფილში კარტოფილის კიბოს დადასტურების გამო სარფის საბაჟოდან თურქეთში 25 ტონა კარტოფილი ოქტომბრის დასაწყისშიც გააბრუნეს.

ყველა ახალი ამბავი
0