ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ

გამოწერა
ოპოზიციური პარტიის ოფისზე თავდასხმის ფაქტი თბილისშიც მოხდა – გლდანში ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დაწვეს.

თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. ბათუმში ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი უცნობმა პირებმა დააზიანეს, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.

შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე გუშინ, საღამოს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა შენობის შუშების ჩამსხვრევა სცადეს.

პარტიის ოფისზე თავდასხმის ფაქტი მოხდა თბილისშიც. გლდანში ოპოზიციური ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დაწვეს.

მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0