ბორჯომ-ხარაგაულის პარკის რეინჯერი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა

© photo: courtesy of Agency of Protected Areas ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
 ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააგენტოს ცნობით, დაშავებული რეინჯერი სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა  მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილის რეინჯერი თეიმურაზ ლომიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, რეინჯერი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მძიმედ დაშავდა, ის სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ  საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, თეიმურაზ ლომიძე  საკუთარი საქმის მცოდნე, ბრაკონიერებთან შეუპოვარი ბრძოლით და თავდადებული შრომით გამორჩეული თანამშრომელი იყო.  ის 2006 წლიდან მუშაობდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში.

 

ყველა ახალი ამბავი
0