სექსუალური ძალადობა: ხაშურში არასრულწლოვანზე მეზობელმა იძალადა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 54 წლის მამაკაცს 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას შეუფარდებენ.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ხაშურში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 54 წლის მამაკაცი დაკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, მამაკაცმა მეზობლად მცხოვრები არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0