„წითელ ხიდზე“ აზერბაიჯანიდან 17 ათას ლიტრამდე კონტრაბანდული საწვავის შემოტანა აღიკვეთა

გამოწერა
სატვირთო ავტომობილების მძღოლებს არადეკლარირებული საწვავი კუსტარულად მოწყობილი საწვავის ავზებით შემოჰქონდათ.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. მებაჟე–ოფიცრებმა ბოლო ერთ თვეში საბაჟო–გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე“ 16 ათას 730 ლიტრზე მეტი არადეკლარირებული დიზელის საწვავის შემოტანის მცდელობა აღკვეთეს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღურიცხავი პროდუქციის შემოტანა უმეტეს შემთხვევაში სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიერ ხორციელდება კუსტარულად მოწყობილი საწვავის ავზებით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სამართალდარღვევას და სანქციის სახით ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0