პოლიციამ ქვემო ქართლში ერთი კილოგრამი ჰეროინი ამოიღო

გამოწერა
ნარკოტიკული საშუალება, რომელიც პოლიციამ ხელბარგის ჩხრეკის შედეგად ამოიღო, ერთ კილოგრამამდე ჰეროინს შეიცავდა.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ქვემო ქართლში სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 33 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ მამაკაცი გარდაბანი–რუსთავის საავტომობილო გზაზე ავტომობილით გადაადგილებისას დააკავა. დაკავებულის ხელბარგის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებული იქნა ოთხ შეკვრად დაფასოებული ოთხ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ერთ კილოგრამამდე ჰეროინს შეიცავდა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს. დანაშაული ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას.

ყველა ახალი ამბავი
0