მებაჟე ოფიცრებმა საფოსტო გზავნილში 51 ათასი აშშ დოლარი აღმოაჩინეს

© Pixabay / pasja1000დოლარი
დოლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით არადეკლარირებული თანხის 10%-ის ოდენობით ფულადი ჯარიმა დაეკისრა.

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა საფოსტო გზავნილში 51 ათასი აშშ დოლარის ოდენობის არადეკლარირებული თანხა აღმოაჩინეს, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

„გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტის“ საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტოლის სამმართველოს მებაჟე ოფიცრების მიერ საქართველოს მოქალაქის – ა.ნ.-ს კუთვნილი საფოსტო გზავნილის დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი იქნა არადეკლარირებული თანხა – 51 ათასი აშშ დოლარის (164 959.5 ლარი) ოდენობით“, – ნათქვამია განცხადებაში.

საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით დაეკისრა ფულადი ჯარიმა არადეკლარირებული თანხის 10%-ის ოდენობით, ანუ 16 495.95 ლარი.

უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების შემოტანა და გატანა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხრიდან მკაცრ კონტროლს ექვემდებარება.

ყველა ახალი ამბავი
0