მარნეულის რაიონში დედა-შვილის მკვლელობისთვის მამა-შვილი დააკავეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულებმა მეზობლად მცხოვრები საშუალო ასაკის ქალი და მისი შვილი წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე მოკლეს.

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მარნეულის რაიონში დედა-შვილის მკვლელობის ფაქტზე მამა-შვილი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულები არიან 38 წლის მამაკაცი და მისი 16 წლის შვილი.

პოლიციის ლენტა - Sputnik საქართველო
ტრაგედია მარნეულის რაიონში: მოკლეს დედა და მისი 22 წლის შვილი

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოში მეზობლად მცხოვრები 39 წლის დედა და მისი 23 წლის შვილი წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით მოკლეს დედა-შვილის საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე.

პოლიციამ ორივე ბრალდებული „ცხელ კვალზე“ დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები – სანადირო თოფები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0