კახეთში მომხდარი ავტოავარიის ფაქტზე ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს

CC0 / Pixabay / ROOKIE23 / ხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყების ინფორმაციით, ინსპექტორ-გამომძიებელი ცენტრალურ საავტომობილო გზაზე საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოპედს შეეჯახა.

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ გურჯაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში გუშინ მოხდა. უწყების ინფორმაციით, ინსპექტორ-გამომძიებელი ცენტრალურ საავტომობილო გზაზე საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოპედს შეეჯახა. მოპედს მართავდა 14 წლის მოზარდი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო მისი მგზავრი, 9 წლის გოგონა მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
საშინელი ავარია დედოფლისწყაროში: შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი დები სასულიერო პირის შვილები არიან.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების ფარგლებში ჩატარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დაინიშნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის დაკავებული პირის სიმთვრალე-სიფხიზლის დადგენის მიზნით.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0