თბილისში ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიება „ყაჩაღობის" მუხლით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბოროტმოქმედს შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. საპართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში 31 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 29 ოქტომბერს კახეთის გზატკეცილზე მდებარე ავტოგასამართ სადგურ Galf-ს ყაჩაღურად თავს დაესხა, თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ბოროტმოქმედი მომხდარიდან რამდენიმე საათში, „ცხელ კვალზე“ დააკავა.

გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0