ზუგდიდში პოლიციელმა მოქალაქე სცემა: პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქალაქესა და პოლიციელს შორის, რომელიც იმ დროს არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ავტომობილის შეკეთების თაობაზე ურთიერთშელაპარაკება დაიწყო, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პოლიციის თანამშრომლის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტს იძიებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების ამ ეტაპზე პროკურატურამ დაადგინა, რომ 27 ოქტომბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქალაქესა და პოლიციელს შორის, რომელიც იმ დროს არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ავტომობილის შეკეთების თაობაზე ურთიერთშელაპარაკება დაიწყო, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მოქალაქე დაზარალებულად ცნეს და მის დაზიანებებს ექსპერტები შეისწავლიან. პარალელურად მიმდინარეობს მოწმეების გამოკითხვა.

გამოძიება „ძალადობის“ მუხლით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0