სვანეთის ტყეში ხანძარს ვერტმფრენით აქრობენ

© Emergency Management Serviceხანძარი სვანეთის ტყეში
ხანძარი სვანეთის ტყეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მესტიის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები თბილისიდან და იმერეთიდან ჩაერთვნენ.

თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ადგილობრივ ცოცხალ ძალას გვიან ღამით საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები იმერეთიდან და თბილისიდან შეუერთდნენ.

ამ დროისთვის ადგილზე 150 მეხანძრე-მაშველი სპეციალური ინდივიდუალური აღჭურვილობითაა მობილიზებული. ცეცხლის ქრობის პროცესს კი სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი ხელმძღვანელობს.

ხანძარი ლატალის ტყეში გუშინ გაჩნდა. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ეკალბარდსა და ბუჩქნარს უკიდია. კერები ორშაბათს ლიკვიდირებული ხანძრიდან მოშორებით, მთის მეორე ფერდზეა გავრცელებული. მაშინ ხანძრის სრულად ლიკვიდირება ოთხდღიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად მოხერხდა.

ყველა ახალი ამბავი
0